შესავალი
აკადემიური სამყარო მკაცრ წესებზეა აგებული, განსაკუთრებით როცა წერის საკითხი დგება – საუნივერსიტეტო ესეებიდან დაწყებული, სამეცნიერო პუბლიკაციებით დამთავრებული. APA და MLA ციტირების ორი უმთავრესი სტილია, რომლებიც სტუდენტებს ხშირად აბნევთ. ამ სტილების ძირითადი დანიშნულებაა სწორი ციტირების უზრუნველყოფა, პლაგიატის თავიდან აცილება და ნაშრომების სტრუქტურის ერთიანი სისტემის შექმნა. მათ შორის მსგავსებების მიუხედავად, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. როგორ უნდა შევარჩიოთ შესაფერისი სტილი ჩვენი დავალებისთვის და რა არის თითოეული მათგანის ძირითადი მახასიათებლები?
თუ ფორმატირების წესები თავსატეხად გექცათ და გსურთ, რომ თქვენი აკადემიური ნაშრომი სრულყოფილად იყოს გაფორმებული, შთაგონება დაგეხმარებათ.
მოგვწერე!APA სტილის ისტორია და სტანდარტები
APA სტილი სათავეს იღებს ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის (American Psychological Association) მიერ შემუშავებული წესებიდან, რომელიც თავდაპირველად ჟურნალის სტატიებისა და წიგნების გამოქვეყნებისთვის შეიქმნა. ეს წესები პირველად 1929 წელს დადგინდა, რათა ავტორებს თავიანთი ნაშრომების სტრუქტურირებაში დახმარებოდა და შეექმნა წყაროების მითითებისა და ციტირების თავისებური სტილი.
APA-ს ძირითადი მიზანია, არ გაფანტოს მკითხველის ყურადღება და წარმოადგინოს სრულყოფილი ტექსტი შესაბამისი სათაურებით, გამოყენებული წყაროების სიით და თავიდან აიცილოს პლაგიატი. APA უმეტესად გამოიყენება სამეცნიერო ნაშრომებში, დოკუმენტებსა და ლაბორატორიულ ანგარიშებში. ის ასევე განსაზღვრავს ენის გამოყენების სტანდარტებს აკადემიურ ნაშრომებში. მისი სახელმძღვანელო პრინციპები მუდმივად ახლდება სექსისტური, რასისტული ან შეუწყნარებელი ენის აღმოსაფხვრელად.
APA სტანდარტები მოიცავს:
- ორმაგი დაშორების მქონე ხაზებს
- Times New Roman 12, ერთი ინჩის ზომის არშიები ყველა მხარეს
- ყოველი გვერდის ზედა მარჯვენა ნაწილში ნომერი და ნაშრომის მოკლე სათაური
- სქოლიოები/ბოლონიები ასევე ორმაგი დაშორებით
- ტექსტში მოცემული ციტატები მოიცავს ავტორს, გამოქვეყნების წელს და გვერდს (სლეზინგერი, 2016, გვ. 6) პირდაპირი ციტირებისთვის. პერიფრაზირებული იდეა უნდა მოიცავდეს ავტორის გვარს და წელს (სლეზინგერი, 2016)
- გამოყენებული ლიტერატურის სია ბიბლიოგრაფიული თანმიმდევრობით დგება
- ავტორების ანბანური და შემდეგ ნაშრომების ქრონოლოგიური წყობა (თუ ერთი ავტორის რამდენიმე ნაშრომია)
- ავტორების სახელები გამოყენებული ლიტერატურის სიაში მოცემულია ფორმულით: გვარი + სახელის პირველი ასო + შუა ინიციალი (Sloss D.M.)
- პერიოდული გამოცემების სათაურებში მხოლოდ პირველი სიტყვა იწერება დიდი ასოთი, ბრჭყალების გარეშე
- სათაური ცენტრირებულია
- გრძელი ნაშრომებისთვის აბსტრაქტის ჩართვა
MLA სტილის ისტორია და სტანდარტები
MLA და APA-ს შორის განსხვავება იწყება ამ სტილების ისტორიიდან. MLA წარმოადგენს თანამედროვე ენების ასოციაციის (Modern Language Association) მიერ შემუშავებულ წესებს ლიტერატურული კვლევისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში სამეცნიერო ნაშრომებისთვის.
ძირითადი განსხვავება ისაა, რომ MLA უფრო დეტალურია, როცა საქმე წყაროების მითითებასა და ციტირებას ეხება. ის ასევე უმეტესად იყენებს ზმნების აწმყო დროს. MLA და APA-ს შორის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა: პირველი ფოკუსირებულია ავტორების გვარებზე და თანაბრად მიემართება ძველ წყაროებსა და ახალ კვლევებს. მეორე კი, პირიქით, ყურადღებას ამახვილებს ციტირებული წიგნების ან პუბლიკაციების გამოცემის წელზე და უპირატესობას ანიჭებს უახლეს და აქტუალურ წყაროებს.
MLA სტანდარტები მოიცავს:
- ორმაგი დაშორების მქონე ხაზებს
- Times New Roman 12, ერთი ინჩის ზომის არშიები ყველა მხარეს
- გამოყენებული წყაროების ბიბლიოგრაფიულ ჩამონათვალს
- ავტორების ანბანურ წყობას და ნაშრომების ანბანურ წყობას (თუ ერთი მეცნიერის რამდენიმე ნაშრომია)
- ტექსტში მოცემული პირდაპირი ციტატები მოიცავს მხოლოდ გვარს და გვერდს, მძიმის გარეშე (სლეზინგერი 242); არაპირდაპირი ციტატები მოიცავს მხოლოდ გვერდს (სლეზინგერის (242) თანახმად, ტექნოლოგიები ვითარდება…)
- ციტატებს შორის დამატებითი ხაზების ინტერვალის არარსებობა
- გვერდის ნომერი ავტორის გვარით ზედა მარჯვენა კუთხეში (მორანი 3)
- სტატიების სათაურები ბრჭყალებშია ჩასმული, ყოველი სიტყვა დიდი ასოთი იწერება
APA და MLA ფორმატების შედარება
MLA სტილი (თანამედროვე ენების ასოციაცია) უმთავრესად გამოიყენება ჰუმანიტარული მეცნიერებების, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროებში. MLA სტილის მიზანია ციტირების გამოყენება და ნახატების, წიგნებისა და მულტიმედიური პროექტების მოხსენიება. APA სტილი (ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაცია) ყველაზე გავრცელებულია ტექნიკური წერისთვის, რომელიც გამოიყენება საინჟინრო და სოციალურ მეცნიერებებში. APA ციტირების მიზანია სამეცნიერო ჟურნალებში, ტექნიკურ ლაბორატორიულ დავალებებსა და ანალიტიკურ ნაშრომებში გამოყენება.
ერთ-ერთი მთავარი ასპექტი, რითაც MLA განსხვავდება APA-სგან, არის ბიბლიოგრაფიული ციტირებისა და ტექსტში მითითებების ფორმატი (ავტორი-გვერდი MLA-სთვის და ავტორი-თარიღი APA-სთვის). რასაკვირველია, ფორმატირების წესებშიც შეიძლება იპოვოთ მნიშვნელოვანი განსხვავებები.
ძირითადი განსხვავებები APA და MLA ფორმატებს შორის ეხება შემდეგ ასპექტებს:
დაშორება: ორივე სტილი იყენებს ორმაგ დაშორებას.
შრიფტი და არშიები: ორივე იყენებს Times New Roman 12 შრიფტს და 1 ინჩიან არშიებს.
ტექსტში პირდაპირი ციტირება: APA-ში – (მორანი, 2017, გვ.16), ხოლო MLA-ში – (მორანი 16).
ტექსტში არაპირდაპირი ციტირება: APA-ში – (მორანი, 2017), ხოლო MLA-ში – მორანის თანახმად, ეს სადავო საკითხია (16).
ბიბლიოგრაფიის სახელწოდება: APA-ში გვხვდება “გამოყენებული ლიტერატურა”, MLA-ში კი – “ციტირებული ნაშრომები”.
ციტატების თანმიმდევრობა: APA-ში გვაქვს ანბანური წყობა ავტორებისთვის და ქრონოლოგიური წყობა ნაშრომებისთვის, MLA-ში კი ანბანური წყობა როგორც ავტორებისთვის, ასევე ნაშრომებისთვის.
კოლონტიტული: APA-ში სათაური მთავრულით მარცხნივაა გასწორებული, გვერდის ნომერი კი მარჯვნივ. MLA-ში სტუდენტის გვარი და გვერდის ნომერი მარჯვნივაა გასწორებული.
პირველი გვერდი: APA-ში გამოიყენება სატიტულო გვერდი სათაურით, სახელით და სასწავლო დაწესებულებით. MLA-ში არ არის სატიტულო გვერდი, ზედა მარცხენა კუთხეში მიეთითება: სახელი და გვარი, პროფესორი, კლასი, თარიღი, სათაური, შემდეგ კი იწყება ტექსტი.
სათაურები და ქვესათაურები: APA-ში გამოიყენება სათაურები და ქვესათაურები, MLA-ში კი ეს არ არის რეკომენდებული, თუმცა შეიძლება იყოს საჭირო.
როდის გამოვიყენოთ თითოეული სტილი
სანამ გადაწყვეტთ, გამოიყენოთ MLA თუ APA, უნდა შეამოწმოთ დავალება – შესაძლოა თქვენმა პროფესორმა უკვე მიუთითა ციტირების ფორმატი. თუ არა, შეგიძლიათ თავად აირჩიოთ ერთ-ერთი. ზოგადად, ისინი განსხვავდებიან იმ საგნების მიხედვით, რომლებშიც გამოიყენება. ამგვარად, APA-ს თუ MLA-ს არჩევა განისაზღვრება იმ მეცნიერების სფეროთი, რომელშიც ატარებთ კვლევას.
APA-ს გამოყენების სფეროები:
APA გამოიყენება სოციალური მეცნიერებებისთვის, როგორიცაა:
- ფსიქოლოგია
- სოციოლოგია
- საექთნო საქმე
- კრიმინოლოგია
- სოციალური მუშაობა
- ბიზნესი
- განათლება
MLA-ს გამოყენების სფეროები:
MLA ფორმატი გამოიყენება ჰუმანიტარული მეცნიერებებისთვის, როგორიცაა:
- ისტორია
- ლიტერატურა
- ენა
- ფილოსოფია
- ხელოვნება
- თეატრი
- რელიგია
- ანთროპოლოგია
- სამართალი და პოლიტიკა
თუ არც ინსტრუქციები და არც საგანი არ გკარნახობთ ციტირების კონკრეტული ფორმატის არჩევანს, უბრალოდ იფიქრეთ, რომელი სტილი იმუშავებდა უკეთ თქვენს შინაარსთან.
პიტსბურგის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის სისტემის კურსისა და საგნის გზამკვლევების თანახმად, ჩიკაგო/ტურაბიანის სტილი ძირითადად გამოიყენება ბიზნესის სფეროში. თუ სფერო დაკავშირებულია სოციოლოგიასთან (მაგალითად, მენეჯმენტი), მაშინ APA შეიძლება იყოს უპირატესი სტილი.
პრაქტიკული მაგალითები
თვალნათლივ რომ დაინახოთ განსხვავება ციტირების სტილებს შორის, განვიხილოთ, როგორ უნდა გაფორმდეს სხვადასხვა ტიპის წყარო ორივე სტილში.
წიგნის ციტირების მაგალითი:
MLA: მორანი, დილან. ბერძნული თეატრი. მაკმილანის ჯგუფი, 2017.
APA: მორანი, დ. (2017). ბერძნული თეატრი. ლონდონი: მაკმილანის ჯგუფი.
სტატიის ციტირების მაგალითი:
MLA: სლეზინგერი, სარა და ხულიო მ. დაუნი. “შემეცნებითი ინსტრუმენტები ბავშვების შინ განათლებაში”. ამერიკული ფსიქოლოგია, ტომი 37, ნომ. 3, 7 თებ. 2015, გვ. 110-116. მიჩიგანის უნივერსიტეტის ონლაინ ბიბლიოთეკა, doi: 11.12007 / tox.30567. წვდომა 11 აპრილი 2018.
APA: სლეზინგერი, ს. და დაუნი, ჯ. (2015). შემეცნებითი ინსტრუმენტები ბავშვების შინ განათლებაში. ამერიკული ფსიქოლოგია, 37(3), 110-116. doi: 11.12007 / tox.30567.
დასკვნა
APA თუ MLA ფორმატის არჩევა არ არის გადაულახავი ამოცანა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვინმე წერს კონკრეტული საგნისთვის. თუმცა, მისი გამოყენება შეიძლება გართულდეს, რადგან არის უამრავი დეტალი, რომელიც უნდა დაიცვათ. თუ თვლით, რომ სჯობს დრო თავად კვლევაზე დახარჯოთ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ პროფესიონალურ დახმარებას მიმართოთ.
თუ თავს იმტვრევთ აკადემიური ნაშრომის ფორმატირებაზე და არ გაქვთ საკმარისი დრო გაერკვეთ APA და MLA სტილის ყველა წვრილმანში, შთაგონება მზადაა მხარში დაგიდგეთ. ჩვენი პროფესიონალები დაგეხმარებიან ნაშრომის სწორად გაფორმებაში და უზრუნველყოფენ მის შესაბამისობას აკადემიურ სტანდარტებთან.
მოგვწერე!