მოგესალმებით! თუკი სამაგისტრო ან საბაკალავრო ნაშრომის წერთ და აბსტრაქტის წერისას შეფერხდით, შორს აღარ დღეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე ვისაუბრებთ, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ კარგი აბსტრაქტის ანუ ანოტაციის შექმნაში და ამით თქვენი აკადემიური ნაშრომის სწორად წარმოჩენაში.
რატომ არის აბსტრაქტი ასეთი მნიშვნელოვანი? პირველ რიგში, ის ლაკონურად, შეჯამების სახით გადმოსცემს თქვენი კვლევის არსს და ძირითად მიგნებებს. გარდა ამისა, მკითხველსა და ლექტორს საშუალებას აძლევს სწრაფად შეაფასოს, ღირს თუ არა მთლიანი ტექსტის წაკითხვა საწყის ეტაპებზე. ხოლო აკადემიურ საძიებო სისტემებში სწორედ აბსტრაქტია ის, რითიც პოტენციური მკითხველი პირველად ეცნობა თქვენს ნაშრომს.
მაშ, როგორ უნდა დავწეროთ ეფექტური აბსტრაქტი?
დავიწყოთ კონტექსტის განსაზღვრით – მოკლედ წარმოადგინეთ კვლევის სფერო და განმარტეთ საკითხის აქტუალობა.
ჩამოაყალიბეთ კვლევის მიზანი – რა კითხვას სცემთ პასუხს თქვენი ნაშრომით? რა სიახლეს სთავაზობთ არსებული ცოდნის ფონზე?
აღწერეთ კვლევის მეთოდოლოგია – როგორ ჩაატარეთ კვლევა, რა მეთოდები და მიდგომები გამოიყენეთ?
შეაჯამეთ ძირითადი მიგნებები – გამოკვეთეთ ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგები და მათი მნიშვნელობა.
წარმოადგინეთ დასკვნები – რა პრაქტიკული ღირებულება აქვს თქვენს კვლევას? რას ცვლის ის დარგში არსებული ცოდნის თვალსაზრისით?
ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი თქვენი განრიგი ზედმეტად გადატვირთულია და ანოტაციის დაწერა გჭირდებათ, მოგვწერეთ ჩვენ, შთაგონებას და ყველა პრობლემას მომენტალურად გავაქრობთ.
რაც შეეხება ფორმატს, გახსოვდეთ:
აბსტრაქტის ოპტიმალური ზომა 150-300 სიტყვაა
სტრუქტურა ლოგიკური და თანმიმდევრული უნდა იყოს
წერის სტილი უნდა იყოს მარტივი და კონკრეტული;
ძალიან კარგი იქნება აბსტრაქტის ბოლოს საკვანძო სიტყვების მითითებაც
იმედი მაქვს, ეს რჩევები დაგეხმარებათ ეფექტური აბსტრაქტის შექმნაში, რომელიც ერთი შეხედვით მიიპყრობს მკითხველის ყურადღებას და წარმოაჩენს თქვენი ნაშრომის ღირებულებას. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი კვლევის “გაყიდვის” – თამამად აჩვენეთ მისი ძლიერი მხარეები!
წარმატებებს გისურვებთ და მომავალ ბლოგამდე!
ხოლო თუ დახმარება გჭირდება გახსოვდეს, შთაგონება მუდამ შენთანაა!
მოგვწერე!